თავში

ნაცნობი დაჭრა და მიიმალა - შსს ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს - VIDEO

ნაცნობი დაჭრა და მიიმალა - შსს ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს - VIDEO
ნაცნობი დაჭრა და მიიმალა - შსს ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს - VIDEO

სამართალდამცველებმა საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს. როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, 1982 წელს დაბადებული ო.ს. დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, საგარეჯოში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system