თავში

ნიკა მელიას საარჩევნო ბანერს ცეცხლი წაუკიდეს

ნიკა მელიას საარჩევნო ბანერს ცეცხლი წაუკიდეს
ნიკა მელიას საარჩევნო ბანერს ცეცხლი წაუკიდეს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო ბანერი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ორხევის ხიდთან მდებარეობს, დააზიანეს. 

მას ცეცხლი წაუკიდეს და დაწვა სცადეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მმართველი ძალა კოალიციური მთავრობის წარდგენამ გააღიზიანა.

"როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა "ქართული ოცნება" კოალიციური მთავრობის წარდგენამ, რომელიც მალე თბილისის მმართველობას გადაიბარებს და მიმართეს თავიანთ სამარცხვინო ნაცად მეთოდს ოპონენტებთან ბრძოლის. ნიკა მელიას ბანერი დაგვიწვეს. დაახლოებით 1 საათის წინ დამირეკეს თვითონ პოლიციიდან და იმათმა შემატყობინეს, რომ ორხევის ხიდზე იყო ჩვენი ბანერი დამწვარი," - განაცხადს ენმ-ს წევრმა ბესო გაზდელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system