თავში

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

წყნეთში რამდენიმე წუთის წინ სპეცოპერაცია დასრულდა, რომლის შედეგადაც 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად სპეცოპერაციის დროს მიტოვებულ სახლში გიორგი კავილაძე დააკავეს. კავილაძესთან ერთად იმყოფებოდა აკო ჭელიძეც, რომელმაც გაქცევა სცადა, თუმცა მოგვიანებით ისიც დააკავეს.

დაკავებულები, სავარაუდოდ პოლიციის სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი.

ძებნილების დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, დაკავებულებს 13-17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ნიკა კვარაცხელიას ოჯახმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და მიმალვაში მყოფ ბრალდებულებს ქვეყანაში დაბრუნებისა და ჩაბარებისკენ მოუწოდა. ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, შესაძლოა, ბრალდებულების ლიკვიდაციაც განეხორციელებინა.

ცნობისთვის, ვერაზე,15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი 22 წლის ნიკა კვარაცხელია დაჭრეს.

ის ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. კვარაცხელიას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს

კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system