თავში

ნოჯიხევში პენსიონერი ცხელი უთოთი აწამეს

ნოჯიხევში პენსიონერი ცხელი უთოთი აწამეს
ნოჯიხევში პენსიონერი ცხელი უთოთი აწამეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში წუხელ გვიან ღამით პენსიონერის ოჯახი დააყაჩაღეს. 

თავდამსხმელები ნუცუბიძეების ოჯახში დილის 04:00 საათზე შეიჭრნენ, სადაც ასაკოვანი ქალი ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობს.

დაზარალებულის შვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელებმა ქალს სცემეს, დააუთოვეს და წებოვანი ლენტით დააბეს. სახლიდან წაღებული ერთი თვის პენსია. 

"საშინელ მდგომარეობაშია. დამხვდა დასისხლიანებული, ნაწამები, ფული ჰქონდა ძალიან ცოტა, 200 ლარი და ეძებდნენ მეტს, ეუბნებოდნენ, კიდევ გაქვს ფულიო. დააუთოვეს. "გადასკოჩეს". მითხრა, ერთი საათი ვიხსნიდი, ძლივს გავითავისუფლე თავიო" - ამბობს დაზარალებულის შვილი. 

დაშავებული სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად კლინიკაშია გადაყვანილი. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს და პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system