თავში

ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ თვეში 947 შემაკავებელი ორდერი გამოიცა

ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ თვეში 947 შემაკავებელი ორდერი გამოიცა
ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ თვეში 947 შემაკავებელი ორდერი გამოიცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახური ძალადობის ფაქტზებთან დაკავშირებით სტატიტიკას აქვეყნებს.

"ამ ეტაპზე, პანდემიის გავრცელების პირობებში, არ შეინიშნება ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა.

2020 წლის მარტში, ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტურია 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის, ხოლო 2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაფიქსირებული შეტყობინებები ემთხვევა 2020 წლის თებერვალში 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების ტენდენციას.

2020 წლის იანვარში შესაძლო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაახლოებით 520-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აქედან, 13% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას. ამავე წლის თებერვალში გამოძიება დაიწყო დაახლოებით 490-მდე ფაქტზე. აქედან, 12% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას, ხოლო მიმდინარე წლის მარტში გამოძიება დაიწყო დაახლოებით 470-მდე შემთხვევაზე. აქედან 10% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტში შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე უმეტესად პოლიციას მიმართა თავად მსხვერპლმა. ამავე წლის თებერვლისგან განსხვავებით, შეინიშნება მეზობლების მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისათვის მიმართვის მცირედით ზრდა. კერძოდ, მსხვერპლისა და მისი ოჯახის წევრის შემდეგ, ოჯახში ძალადობის თაობაზე შეტყობინების ინიციატორი იყო მეზობელი. 2020 წლის იანვარშიც მეზობლების მხრიდან პოლიციისათვის შეტყობინების ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

აგრეთვე, იანვრიდან მოყოლებული მცირედით შემცირებულია ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო ძალადობის ფაქტები.

სამივე თვეში, უმრავლეს შემთხვევაში (98%) გამოიძიება დაიწყო შეტყობინების მიღებისთანავე, იმავე დღეს. რამდენიმე შემთხვევაში შეტყობინების ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იყო განმცხადებელთან დეტალების დაზუსტება, გამოძიება დაიწყო შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

2020 წლის იანვარში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 947 შემაკავებელი ორდერი, თებერვალში - 840-მდე, ხოლო მარტში - 930-მდე შემაკავებელი ორდერი. 2020 წლის მარტში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა წლის მარტში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობისა.

2020 წლის მარტში შემაკავებელი ორდერი უმეტესად გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.

2020 წლის იანვრისა და თებერვლისგან განსხვავებით, მარტში მცირედით გაზრდილია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, ხოლო მცირედით შემცირებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემთხვევები,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system