თავში

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ახალგაზრდა კაცი იმ დროს აიყვანეს, როცა ის თანამზრახველთან ერთად ბინის გაქურდვას ცდილობდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქურდობის დროს მეპატრონეები შინ მოულოდნელად დაბრუნდნენ და ბინის კარი ჩაკეტეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.

გაქცევის მცდელობისას ერთი პირის დაკავება მოახერხეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

დაკავებულს თან მოპარული ძვირფასეულობა და ფული ჰქონდა. 

მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system