თავში

ოქრიაშვილი: 6-ჯერ გაისროლეს და 1 ტყვია მანქანას მოხვდა

ოქრიაშვილი: 6-ჯერ გაისროლეს და 1 ტყვია მანქანას მოხვდა
ოქრიაშვილი: 6-ჯერ გაისროლეს და 1 ტყვია მანქანას მოხვდა

შეჯახებებით ცდილობდნენ ჩვენი მხარდამჭერის მანქანა გზიდან გადაეგდოთ, თავმდამსხმელებმა 6 გასროლა განახორციელეს და 1 ტყვია მანქანასაც მოხვდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მათ მხარდამჭერს 2 მანქანით აედევნენ და ერთ-ერთ ავტომობილს ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელი მართავდა. 

"ბოლნისიდან, რომ გამოდიოდა მას აედევნა ორი ავტომობილი. მან ისინი იცნო, რადგან თვითონ ბოლნისელია და ისინიც ბოლნისელები არიან. ერთ მანქანას საკრებულოს წევრი წაქაძე მართავდა, რომელიც ახლა გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელიც არის. ეს მანქანები ცდილობდნენ, რომ გაეჩერებინათ ჩვენი მხარდამჭერის მანქანა და ალბათ უნდოდათ, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ მას. რადგან ის არ გაჩერდა, შემდეგ ცდილობდნენ  შეჯახებებით გადაეგდოთ გზიდან და ეს მანქანას ეტყობა კიდეც. მათ 6-ჯერ განახორციელეს ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლა და 1 ტყვია მანქანას მოხვდა. ასეთ პირობებში გვიწევს არჩევნების ჩატარება", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system