თავში

ორ თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოვლინდა, დაკავებულია 44 პირი

ორ თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოვლინდა, დაკავებულია 44 პირი
ორ თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოვლინდა, დაკავებულია 44 პირი

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოავლინეს, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 79 პირი, რომელთა შორის 44 დაკავებულია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 446 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system