თავში

ორი ადამიანი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისთვის

ორი ადამიანი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისთვის
ორი ადამიანი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისთვის

ახალქალაქში პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომელთაც ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობა ედებათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

"26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან", - აცხადებენ შსს-ში

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system