თავში

პოლიციამ ტყიბულში ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა - VIDEO

პოლიციამ ტყიბულში ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა - VIDEO
პოლიციამ ტყიბულში ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა - VIDEO

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი: 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system