თავში

,,პოლიციამ ფული მოიტანა - სამი კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს" - მძევალი

,,პოლიციამ ფული მოიტანა - სამი კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს" - მძევალი
,,პოლიციამ ფული მოიტანა - სამი კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს - მძევალი

ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართალდამცველებმა მძარცველს ფული მიუტანეს და მძევლად აყვანილი ადამიანები, ,,საქართველოს ბანკის" შენობას ტოვებენ.

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ,“ – წერს ირაკლი კვარაცხელია.

სპეცოპერაციის შესახებ ბოლო, ოფიციალური ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება. 

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვს.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system