თავში

პოლიციამ ჯგუფური ძალადობისთვის და წამებისთვის 6 პირი დააკავა

პოლიციამ ჯგუფური ძალადობისთვის და წამებისთვის 6 პირი დააკავა
პოლიციამ ჯგუფური ძალადობისთვის და წამებისთვის 6 პირი დააკავა

პოლიციამ ჯგუფური ძალადობისთვის, წამებისთვის, ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 6 პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ მათ რამდენიმე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. 

14 ივლისს თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ბინაში 1993 წელს დაბადებულ პიროვნებას თავს დაესხნენ, თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად იძალადეს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და წაართვეს როგორც თანხა, ისე პირადი ნივთები. შემდეგ აღუკვეთეს თავისუფლება.

სამართალდამცველების მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, მათ მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული აღნიშნული პირი და მას სხვადასხვა საგნით აწამებდნენ. 

მოგვიანებით დაზარალებული ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კიდევ ერთხელ იძალადეს მასზე და გამთენიისას თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მიატოვეს. 

18 ივლისს იგივე პიროვნებას სახლიდან გასვლის დროს თავს დაესხნენ და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი საცხოვრებელი ბინიდან აიღეს მობილური ტელეფონები, მაჯის საათი, საფულე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

დაზარალებულმა ექვსივე პირი ამოიცნო. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. 

ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე გამოძიება 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system