თავში

პოლიციამ კახეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ კახეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ კახეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა - 2004 წელს დაბადებული ლ.გ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა - მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system