თავში

პოლიციამ ხაშურში მოკლული ქალის ყოფილი მეუღლე დააკავა

პოლიციამ ხაშურში მოკლული ქალის ყოფილი მეუღლე დააკავა
პოლიციამ ხაშურში მოკლული ქალის ყოფილი მეუღლე დააკავა

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ბრალდებული 1987 წელს დაკავებული და წარსულში ნასამართლევია. მის მიმართ წარდგენილი ბრალი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდმცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ხელყუმბარები, სანადირო დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system