თავში

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

აჭარისა და იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა, მათ შორის ნარკორეალიზატორი - ამოღებულია დიდი ოდენობით „კოკაინი“ და 147 აბი „სუბოქსინი“. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული უ.ჰ და 1975 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უ.ჰ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 5000 ლარი. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს დაკავებულის მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.

ბრალდებული მ. ი. კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოქსინის“ 147 აბი და ფული ამოიღეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system