თავში

პოლიციამ რუისპირში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიციამ რუისპირში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
პოლიციამ რუისპირში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

კახეთის პოლიციისდეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი - 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. ამის შესახებ შსს იტყობინება. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი - 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ შსს-ში

დანაშაული 7-⁠დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system