თავში

პოლიციელზე თავდასხმისთვის ქუთაისში მამაკაცი დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმისთვის ქუთაისში მამაკაცი დააკავეს
პოლიციელზე თავდასხმისთვის ქუთაისში მამაკაცი დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში მამაკაცი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1992 წელს დაბადებული ზ.კ. 10 ივნისს ნიკეას ქუჩაზე, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეო პირადი ჩხრეკის დროს სამმართველოს თანამშრომელს თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. 

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system