თავში

პოლიციამ სვანეთში ახალგაზრდა კაცი დააკავა - VIDEO

პოლიციამ სვანეთში ახალგაზრდა კაცი დააკავა - VIDEO
პოლიციამ სვანეთში ახალგაზრდა კაცი დააკავა - VIDEO

სამართალდამცველებმა მესტიაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74”-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი, 72 საბრძოლო ვაზნა და სანადირო თოფი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system