თავში

პროკურორი: მურად წურწუმიას საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება ძმის ჩვენების საფუძველზე მოხდა

პროკურორი: მურად წურწუმიას საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება ძმის ჩვენების საფუძველზე მოხდა
პროკურორი: მურად წურწუმიას საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება ძმის ჩვენების საფუძველზე მოხდა

"მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი “-ამის შესახებ განცხადება საქმის პროკურორმა გააკეთა. დავით გუმბერიძის თქმით, პროკურატურა კანონით განსაზღვრულ ვადებში მიმართავს სასამართლოს დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

"დაზარალებულისა ოჯახს, ასევე, საზოგადოებას გუშინ დავპირდით, რომ უმოკლეს ვადებში მოხდებოდა ამ საქმეზე გამოძიების ჩატარება. შესაბამისად, დღეს გვაქვს ჩვენ მოცემულობა, რომ დავაკავეთ ბრალდებულის სახით კიდევ ერთი პირი, ვახტანგ ბურძენიძე, რომელიც დაკავებულია სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გულისხმობს ადამიანის ცემას, ჩადენილს ასევე ჯგუფურად. დაზარალებული პირი, ვგულისხმობ ძმას, დღეს გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ასევე ჩვენ ვნახეთ არა ერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ორგანო არ ცდილობს ოჯახთან დაკავშირებას. ჩვენ ვითვალისწინებთ ოჯახის მძიმე მდგომარეობას, ამიტომ არ ვცდილობთ, რომ ამ პერიოდში შევაწუხოთ. ვგულისხმობთ როგორც დედას, ასევე, ძმას. დღევანდელი მოცემულობით ძმამ შეძლო, გამოცხადდა ჩვენთან, მოგვაწოდა ინფორმაცია და სწორედ ამის შემდგომ გადაწყდა ბრალდებულის დაკავება“,- აღნიშნა დავით გუმბერიძემ. 

ვარკეთილში, "დამპალოს სასაფლაოზე" მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ ცნობილი დღეს გახდა. აღნიშნულ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული კიდევ ერთ პირს. ის სპეცრაზმელია. სასამართლოზე ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system