თავში

ყაჩაღობა რუსთავში - ორმა ახალგაზრდამ 35 500 ლარი გაიტაცა

ყაჩაღობა რუსთავში - ორმა ახალგაზრდამ 35 500 ლარი გაიტაცა
ყაჩაღობა რუსთავში - ორმა ახალგაზრდამ 35 500 ლარი გაიტაცა

რუსთავში 20 და 21 წლის ახალგაზრდებმა კომპანია "აჭარაფეის" ფილიალი დააყაჩაღეს და 35 500 ლარი გაიტაცეს. როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორივე მათგანი დაკავებულია. მათი საცხოვრებელი ბინებიდან ამოღებულია გატაცებული თანხა. დამნაშავეებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული შ.თ. და 2000 წელს დაბადებული ნ.თ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი - 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა შ.თ. და ნ.თ. მალევე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს"
- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system