თავში

ყაჩაღობისთვის სამი პირი დააკავეს თბილისში

ყაჩაღობისთვის სამი პირი დააკავეს თბილისში
ყაჩაღობისთვის სამი პირი დააკავეს თბილისში

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ყაჩაღობის გამო პოლიციამ სამი პირი დააკავა.  ამის შესახებ Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 2001 წელს დაბადებული თ.ე. და 2002 წელს დაბადებული თ.კ., ასევე, 1995 წელს დაბადებული ა.გ. თბილისში დააკავეს. 

"მათ ცივი იარაღის მუქარით, 1993 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს და მის მეგობარს - 1999 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.  მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და 2 თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system