თავში

თურქეთის მოქალაქემ თბილისში ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

თურქეთის მოქალაქემ თბილისში ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა
თურქეთის მოქალაქემ თბილისში ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დაკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system