თავში

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის 2 პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის 2 პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის 2 პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 3 პირი. ამის შესახებ report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2020 წლის პერიოდში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 762 000 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს 116 234 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ სრულად გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარავად.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system