თავში

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

როგორც report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ერთ-ერთ ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს, რომელთაგანაც ერთზე გამოცხადებულია ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად გაასაღეს 1 900 აშშ დოლარის ოდენობის 38 ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system