თავში

ქარელში, ყოფილი პარლამენტარის სახლის გაქურდეს 

ქარელში, ყოფილი პარლამენტარის სახლის გაქურდეს 
ქარელში, ყოფილი პარლამენტარის სახლის გაქურდეს 

ქარელში, ყოფილი პარლამენტარის, ალბერტ ინდუაშვილის სახლის გაქურდეს. მათ ხელი ბიზნესმენის 80 წლის დედამ შეუშალა, რომელიც სახლში შემთხვევით შევიდა და ყვირილი დაიწყო. მოხუცი ამბობს, რომ მძარცველები ნიღბებით იყვნენ თუმცა მათგან ერთ-ერთს სახიდან ნიღაბი ჩამოგლიჯა და მისი ამოცნობა არ გაუჭირდება. 80 წლის ქალის ინფორმაციით, მისი ყვირილის შემდეგ, მძარცველებმა მისი შვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს და გაიქცნენ.

ალბერტ ინდუაშვილი ამ დრომდე ფაქტს მალავდა. ასევე, ფაქტს ასაიდუმლოებდა შსს. თუმცა მომხდარის გახმაურების შემდეგ უწყებამ დაადასტურა, რომ გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ალბერტ ინდუაშვილი ამჟამად ბიზნესსაქმიანობას ეწევა. მისი შვილი კი შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით დამალა მან მომხდარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system