თავში

ყელი აქვს გამოჭრილი, სასტიკად არის ნაწამები, მისი ქმარიც დაჩეხილია - ქართველი ქალის მკვლელობის ახალი დეტალები

ყელი აქვს გამოჭრილი, სასტიკად არის ნაწამები, მისი ქმარიც დაჩეხილია - ქართველი ქალის მკვლელობის ახალი დეტალები
ყელი აქვს გამოჭრილი, სასტიკად არის ნაწამები, მისი ქმარიც დაჩეხილია - ქართველი ქალის მკვლელობის ახალი დეტალები

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ემიგრანტის, 25 წლის თეონა თუაშვილი მეგობარი და თურქეთში მცხოვრები ემიგრანტები მომხდარის შესახებ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, მკვლელობა 22 მარტს არის ჩადენილი. მსხვერპლი მეუღლესთან ერთად საკუთარ სახლში იმყოფებოდა, დაჭრილია მისი მეუღლეც. თეონა თუაშვილს საქართელოში 5 წლის გოგონა დარჩა.

„შემზარავი ამბავი მოხდა, 22 მარტს დატრიალდა ტრაგედია სტამბოლში. თეოს და მის ქმარს სახლში 4 ბიჭი შეუვარდა, სახლში მოხდა კონფლიქტი, თეოს ყელი გამოჭრეს, მისი არაბი ქმარი დაჩეხილია. უგონო მდგომარეობაშია. ხშირად მეკონტაქტებოდა ტელეფონით და არასოდეს უხსენებია რომ მტერი ჰყავდა ან ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა, ამიტომ გაუგებარია, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, ვინ გაიმეტა. არავინ იცის რატომ მოხდა ეს სისხლიანი დაპირისპირება. თუმცა, ალბათ ამოიღეს უკვე კამერების ჩანაწერები..." - ამბობს მეგობარი. 

ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი სასტიკად არის ნაწამები და მას მრავალი ჭრილობა აქვს. ისინი შურისძიების ვერსიებზეც საუბრობენ, თუმცა დეტალები არ იციან. 

"მთელი სტამბულის ემიგრანტები შოკში ვართ, სასტიკადაა ნაწამები, იმდენი ჭრილობა აქვს. ასე სადისტურად ვინ გაიმეტა, აღარაა ქვეყნად სამართალი… ადამიანმა ჩაიდინა ეს თუ ურჩხულმა, მხეცმა არ ვიცით, ქვაც კი ატირდება ისეთი მდგომარეობაა. ნუთუ, ასეთი რამის გაკეთება ადამიანს შეუძლია. მისი ქმარიც სიკვდილის პირასაა, ამბობენ შურისძიება იყოო, მაგრამ ვის რა დაუშავეს ამ სიცოცხლით სავსე ადამიანებმა… არავის გვჯერა ეს შემზარავი ამბავი, ძალიან კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო თეონა. გთხოვთ, დაგვეხმაროთ“, – ეუბნება სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტი შოთო სიხარულიძეს. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system