თავში

ყელის არეში ჭრილობები მიაყენა - დიღომში, ქალზე თავდასხმის ახალი დეტალები - VIDEO

ყელის არეში ჭრილობები მიაყენა - დიღომში, ქალზე თავდასხმის ახალი დეტალები - VIDEO
ყელის არეში ჭრილობები მიაყენა - დიღომში, ქალზე თავდასხმის ახალი დეტალები - VIDEO

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალის დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system