თავში

"ყელში ჩაარტყა დანა, უპატრონოდ არის დაღუპული" - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

"ყელში ჩაარტყა დანა, უპატრონოდ არის დაღუპული" - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
ყელში ჩაარტყა დანა, უპატრონოდ არის დაღუპული - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

47 წლის ქალი საკუთარმა მეუღლემ დანით მოკლა, ცხედარი კი მომხდარიდან რამდენიმე საათში, მოკლული ქალის მაზლმა აღმოაჩინა. 

47 წლის ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ წყვილი ორი წლის წინ დაქორწინდა. მათი თქმით, 32 წლის მამაკაცი სისტემატიურად სვამდა და მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდა. 

ცხედარი თავდაპირველად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, ხოლო შემდეგ, - - ზესტაფონის რაიონში, მოკლული ქალის ოჯახში. 

"ძალაინ ცუდი კაცი იყო, ლოთობდა, გამოფხიზლებისთანავე ისევ სვამდა. ნუთუ მეზობელიც არ ჰყავდა, ასე უპატრონოდ როგორ მიატოვეს, ასე უპატრონოდ როგორ გამოუშვეს მორგში. მე, ჩემი მეუღლე და ბიჭები წავედით მორგში, საერთოდ არავინ დაგვხვდა იქ" - ამბობს მოკლული ქალის ნათესავი. 

47 წლის ქალის ოჯახის კიდევ ერთი წევრი ამობს, რომ სამშაბათს საღამოს მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

"სამშაბათს საღამოს ვურეკავდით ტელეფონზე, არ აიღო. გუშინ დილით უკვე ეს ამბავი გავიგეთ. როდის არის მოკლული, ისიც არ ვიცით. დანა აქვს კისრის არეში ჩარტყმული. არის დაღუპული უპატრონოდ. არც მეზობელმა, არც არავინ არაფერი იცის. ჩვენც პროკურატურიდან დაგვირეკეს და ეს ამბავი გვაცნობეს" - ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი. 

მოკლული 47 წლის ქალის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. 

"არანაირი 15 წელი, მოვითხოვთ, რომ მთელი ცხოვრება ციხეში გაატაროს" - ამბობს მოკლულის ნათესავი. 

შეგასენებთ, რომ სამტრედიაში, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. 47 წლის ქალი ქმარმა ყელის არეში დაჭრა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარი კი მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მეზობლად, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იპოვეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system