თავში

ყალბი დოკუმენტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

ყალბი დოკუმენტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

,,გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 10 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა საწარმომ მოახდინა 75 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაცია", - აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system