თავში

ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი წელს მესამედ დააკავეს 

ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი წელს მესამედ დააკავეს 
ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი წელს მესამედ დააკავეს 

სოფელ ოკამში მცხოვრები შუა ხნის მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით უკვე მესამედ დააკავეს. მას ამ დრომდე პირობითი მსჯავრი ჰქონდა და მეუღლესთან მიახლოება ეკრძალებოდა. ის სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ყოფილ მეუღლესთან მივიდა და ემუქრებოდა.

გორის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

დავა ყოფილ მეუღლეებს შორის სახლის გამო დაიწყო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავს. დაპირისპირების მიზეზი ქონებაა. მამაკაცი ითხოვდა, რომ სახლი მისი ძმისშვილისთვის გადაეფორმებინა, დაზარალებულ ქალბატონს კი სურდა ქონება მისი ნათესავისთვის ეჩუქებინა. კონფლიქტი საბოლოოდ მეუღლეებს შორის განქორწინებით დასრულდა.

როგორც დაზარალებული აცხადებს, პერიოდულად მასთან ყოფილი ქმარი მიდის, ემუქრება, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მასზე ძალადობს.

იმ მოტივით, რომ პირობითი მსჯავრი მამაკაცი მიმართ შემაკავებელი ღონისძება ვერ აღმოჩნდა, მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system