თავში

რაჭის ყოფილი გუბერნატორი, ახალგაზრდა აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა - VIDEO

რაჭის ყოფილი გუბერნატორი, ახალგაზრდა აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა
რაჭის ყოფილი გუბერნატორი, ახალგაზრდა აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა - VIDEO

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორი და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ სირაძე, ამბროლაურში "ახალგაზრდა მწვანეების" აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმაც მონაწილეობდა.

სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება, ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება. 

იმ დროს, როცა ოთარ სირაძე ინტერვიუს აძლევდა, ნიკოლოზ ღლონტმა "ნაციონალური მოძრაობის' მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა. 

ინფორმაციას და ვიდეოს "მთის ამბები" ავრცელებს.

აქციის დასრულების შემდეგ, ოთარ სირაძე და ნიკოლოზ ღლონტი ერთმანეთს ამბროლაურში, სავარაუდოდ, შემთხვევით შეხვდნენ და სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურში გადაიზარდა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system