თავში

რას ამბობს ახალგაზრდა, რომლის ავტომობილიც დაცხრილეს - სროლა გლდანში

რას ამბობს ახალგაზრდა, რომლის ავტომობილიც დაცხრილეს - სროლა გლდანში
რას ამბობს ახალგაზრდა, რომლის ავტომობილიც დაცხრილეს - სროლა გლდანში

თბილისში, გლდანის რაიონში, უცნობმა პირმა ავტომობილების სახელოსნოსთან, სადგომზე გაჩერებულ ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა. 

როგორც ავტომობილის მფლობელი ირაკლი მეგრელიშვილი აცხადებს, მომხდარი, სავარაუდოდ, ბიზნესგარჩევას უკავშირდება.

,,მაქვს ეჭვი, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერ ვიტყვი ვერაფერს. ჩემ პერსონალურ ბიზნესთან დაკავშირებული კონფლიქტი შეიძლება იყოს, თუმცა, ხელს ვერ დავადებ ვერავის. გადმოსული ვიყავი მანქანიდან, ვიღაცამ დაიძახა ისვრიანო, მოფარებულისკენ წავედი და არაფერი დამინახავს. არავინ დაშავებულა", - განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა. 

მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system