თავში

რატომ დაუკავშირდა გამტაცებელი ნიკა გვარამიას

რატომ დაუკავშირდა გამტაცებელი ნიკა გვარამიას
რატომ დაუკავშირდა გამტაცებელი ნიკა გვარამიას

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ერთ-ერთია "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მყოფ 19 მძევალს, შორის, აცხადებს, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული, აქვს გახსნილი ყუმბარა და ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს. 

მძევალლი სოციალური ქსელით "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, რის შემდეგაც, მან გამტაცებლის მოთხოვნები ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გააჟღერა. მისივე განმარტებით, გამტაცებელს სურდა მოთხოვნები მიეტანა ადრესატამდე. 

"სამართალდამცველებს არ ჰქონდათ არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე. მოთხოვნის მიუხედავად არავინ შემოვიდა. მთავარი და პირველი მოთხოვნა რაც იყო არ შესრულდა - სპცერაზმი არ მოხსნეს პერიმეტრიდან. ამის გამო ვცადეთ "მთავარ არხთან" და ნიკა გვარამიასთან დაკავშირება, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა. 

შეიარაღებული პირი ამბობს, რომ თავადაც არ სრუს, დღევანდელი დღის მსხვერპლით დასრულება, ამიტომ იყო ეს მცდელობა, რომ მივიდეს მოთხოვნები ადრესატამდე და შესრულდეს ეს მოთხოვნები" - აცხადებს ირაკლი კვარაცხელია. 

მისივე განმარტებით, გამტაცებელი 50 000 დოლარის ნაღდი სახით ადგილზე მიტანას ითხოვს. ასევე ითხოვს ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანებით უსაფრთხო გასვლას.

"პირველ რიგში ითხოვს, რომ სპეცრაზმი მოაცილონ პერიმეტრს. პოლიციელს თავად არ ეკონტაქტება, პოლიციას ეკონტაქტება მძევლების საშუალებით, ანუ ჩემი და კიდევ სხვა მძევლების საშუალებთ. ისამბობს, რომ გადავრჩებით, თუ მოთხოვნები შესრულდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა. ამისთვის იძლევა 2 საათს. ჩვენთან ერთად არ არიან ბავშვები, მაგრამ არიან ქალები" - აცხადებს ირაკლი კვარაცხელია.

მძევლის ინფორმაციითვე, შენობაში, გამტაცებელთან ერთად ერთ ოთახში იმყოფება 19 ადამიანი. გამტაცებელი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით, რის გამოც ფიქრობს, რომ სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებით პრობლემის გადაჭრა მსხვერპლს გამოიწვევს. 

"შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში ვართ, ჩვენს გვერდით არის გამტაცებელი კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარეობა გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.

გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და იმას, რომ აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ვინმე, შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. თავდამსხმელი ერთია და ჩემს გვერდითაა ახლა" - აცხადებს კვარაცხელია.

მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან იყო გამტაცებელთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა შენობაში ამ დრომდე არავინ შესულა.

"მხოლოდ დაპირდნენ მას, რომ შემოვიდოდნენ, მაგრამ ერთი საათია აქ ვართ და არავინ შემოსულა, უცნობია როდის შემოვა ვინმე" - განაცხადა მძევალმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“  შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system