თავში

რესტორნის მეპატრონეს 14 წლის გოგონაზე ძალადობაში ადანაშაულებენ

რესტორნის მეპატრონეს 14 წლის გოგონაზე ძალადობაში ადანაშაულებენ
რესტორნის მეპატრონეს 14 წლის გოგონაზე ძალადობაში ადანაშაულებენ

14 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით რესტორნის მეპატრონე დააკავეს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არასრულწლოვანი მიმტანად იყო დასაქმებული, ხოლო მასზე ძალადობის ფაქტი მაშინ განხორციელდა, როდესაც მისმა ხელმძღვანელმა მანქანით სახლამდე მიიყვანა.

ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაზარალებულმა ძალადობის ფაქტის შესახებ დედას უამბო. 

ბრალდებული დააკავეს. მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რესტორნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ობიექტს მმართველი ჯგუფი შეეცვალა და კომენტარს ვერ გააკეთებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system