თავში

რისთვის იხდიდა სასჯელს მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული

რისთვის იხდიდა სასჯელს მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული
რისთვის იხდიდა სასჯელს მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული

მამაკაცი, რომელმაც მცხეთაში, სოფელ მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, ციხიდან 10 დღის წინ გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და ის სასჯელს 14 წლის განმავლობაში იხდიდა.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.

,,ცოტა არანორმალური კაცი იყო ეს ბაბუა, მოჩხუბარი იყო. ბავშვი სულ ციხეში იყო, მკვლელობაზე იჯდა, ქალი მოკლეს მაგან და თავისმა პარტნიორმა, ჯერ გააუპატიურეს... 10-15 წლის წინ მოხდა ეს", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ,,კურიერთან".

სოფელ მუხრანში ყვებიან, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ოკინაშვილმა მამა და ბაბუა სასიკვდილოდ შურისძიების გამო გაიმეტა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდა ბაბუას დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, მამაზე კი ამბობდა, რომ სწორედ მან გაუშვა ციხეში 14 წლის ასაკში.

ცნობისთვის, ორმაგი მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system