
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ report.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.
ბრიფინგს 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გიორგი ლილუაშვილი გამართავს.
,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით შსს-მ დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 10 პირი მისცა.
უწყების ცნობით, სწორედ აღნიშნულის დეტალები გასაჯაროვდება დღევანდელ ბრიფინგზე.