თავში

რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა

რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა
რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა

 კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის ესპანეთისთვის გადაცემის შესახებ, ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

ესპანეთში ექსტრადირების პროცესს აქამდე ტარიელ ონიანის რუსეთის მოქალაქეობა აფერხებდა, თუმცა, რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა უკანონო გზით მიიღო, რის გამოც ის მას ჩამოერთვა. ტარიელ ონიანის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველად ცნეს.

ტარიელ ონიანი რუსეთში 2009 წელს დააკავეს. გამოსასყიდის მიღების მიზნით, რუსი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით, კრიმინალურ ავტორიტეტს 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მიმდინარე წლის აპრილში ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ დააკავეს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, მასზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე. ესპანეთში მას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system