თავში

რუსეთში კანიბალიზმის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

რუსეთში კანიბალიზმის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
რუსეთში კანიბალიზმის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში კანიბალიზმის ბრალდებით კაცი დააკავეს. 

51 წლის ბრალდებულმა 3 კაცი შეჭამა. ადამიანის ძვლებთან ერთად მის ჩანთაში ძაღლების, კატებისა და ჩიტების ძვლები აღმოჩნდა.

კაცი მსხვერპლს უმეგობრდებოდა, მათთან ერთად იღებდა ალკოჰოლს, შემდეგ კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლს კლავდა და მის გვამს ანაწევრებდა. მათი ძვლები ქალაქ არხანგელსკში, ტბის ნაპირას დატოვებულ ჩანთაში იპოვეს.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცმა 3 ადამიანი 2016-2017 წლებში მოკლა და შეჭამა. თუმცა, მსხვერპლთა იდენტიფიცირება გართულდა. მათგან ერთის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვერ მიაკვლიეს, მეორე მსხვერპლის ახლობლებმა კი იცოდნენ, რომ ის სამსახურის საძებნელად სხვა ქალაქში გაემგზავრა. მათი იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა გახდა საჭირო.

ბრალდებული ერთ-ერთი მსხვერპლის სახლში ცხოვრობდა, რომლის მშობლებმაც იცოდნენ, რომ ის სხვა ქალაქში გადავიდა. კაცმა ისინი მოატყუა, რომ მანამ, სანამ მსხვერპლი სხვა ქალაქში იყო, სახლს თვითონ პატრონობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system