თავში

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე მისი მეზობელი დააკავეს. ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

"რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გიორგი მღებრიშვილს ბრალდებულმა ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system