
რუსთავში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მან ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მეზობლების თქმით ქმარი ცოლს სისტემატურად სცემდა.
როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.