თავში

რუსთავში, კაცი მაღაზიაში შეიჭრა და შვილზე ძალადობა სცადა

რუსთავში, კაცი მაღაზიაში შეიჭრა და შვილზე ძალადობა სცადა
რუსთავში, კაცი მაღაზიაში შეიჭრა და შვილზე ძალადობა სცადა

რუსთავში, ერთ-ერთ მაღაზიაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, კაცი შვილზე ფიზიკურად ძალადობასაც ცდილობდა და აგრესიული იყო მაღაზიაში მყოფი სხვა პირების მიმართაც.

მისი ცოლი ამბობს, ის ოჯახის სხვა წევრებზეც ხშირად ძალადობდა და გოგონაზე შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ორდერს ვადა 2 დღის წინ გაუვიდა.

ინცინდენტის შემდეგ ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.  

კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system