თავში

ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს - VIDEO

ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს - VIDEO

სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული ნ.თ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „კეტამინი“ და „ექსტაზი“ და დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 85 965 ლარი ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე მუხლის 6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system