თავში

სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციისას გეგმავენ ქაოსის და უკონტროლო სიტუაციის შექმნას - სუსი

სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციისას გეგმავენ ქაოსის და უკონტროლო სიტუაციის შექმნას - სუსი
სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციისას გეგმავენ ქაოსის და უკონტროლო სიტუაციის შექმნას - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას, ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.

"გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მის გლდანის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს," - განაცხადეს სუს-ში.

როგორც სუსშ- განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო საქმის ფიგურანტებმა უარი თქვეს დაკითხვაზე, რის გამოც ისინი სასამართლოში, კანონმდებლობის შესაბამისად გამოიკითხებიან. ვინ არიან საქმის ფიგურანტები, ლილუაშვილის უწყებაში არ დააკონკრეტეს.

სუს-მა აუდიომტკიცებულებაც წარმოადგინა, რომელიც მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერეს. ჩანაწერი 2 საათიანია და ის სისხლის სამართლის საქმეს თან აქვს დართული.

უწყების წარმომადგენლის თქმით, საუბარი მიმდინარეობს ენმ-ს წევრებს შორის.

"მსგავს ქმედებებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით, სუსმა დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობა პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებულნი გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში “, - აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და მას საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system