თავში

საბედისწერო ღამე მეგობრებისთვის - ერთი მოკლული, ერთი უგონო მდგომარეობაში

საბედისწერო ღამე მეგობრებისთვის - ერთი მოკლული, ერთი უგონო მდგომარეობაში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 28 ივნისის ღამე, მეგობრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 30 წლის შოთა მაზმიშვილი მოკლეს, 28 წლის ანზორ მოსესოვი კი, გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსში", ამ დრომდე, სიკვდილს ებრძვის. 

ექიმების შეფასებით, 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

მკვლელობას წინ სავარაუდო დამნაშავესა და მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 

როგორც report.ge-ს წყარო უყვება, მეგობრები წუხელ, ანზორ მოსესოვის სახლში სავახშმოდ შეიკრიბნენ, ვახშმობის შემდეგ კი იმავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად მივიდნენ. ადგილზე მისულებს 49 წლის დავით ნადაშვილთან მოუხდათ შელაპარაკება, რომელიც იქვე ცხოვრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ურთიერშელაპარაკება მოსესოვსა და ნადაშვილს შორის მოხდა, თუმცა, რა თემაზე, ამ დრომდე, უცნობია. 

,,ურთიერთშელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც დავით ნადაშვილი წავიდა სახლში, გამოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და ესროლა ორივეს. ჯერ ესროლა მოკლულს, შემდეგ ესროლა მოსესოვს", - ამბობენ ადგილობრივები. 

მაზმიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მოსესოვი კი გულმკერდის არეში მიყენებული შემავალი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ არც მოკლულის და არც დაჭრილის ოჯახში. იყო თუ არა მხარეებს შორის წარსულში დაპირისპირება - მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის ორი მუხლით: განზრახ მკვლელობისა (108-ე) და (109 -3ა) დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობით აღიძრა.

მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system