თავში

,,სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ" - გომელაური ბადრი ესებუაზე

,,სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ" - გომელაური ბადრი ესებუაზე
,,სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ - გომელაური ბადრი ესებუაზე

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ძებნილი პირის - ბადრი ესებუას დაკავების მიზნით ყველაფერი კეთდება და მას პოლიცია აუცილებლად დააკავებს. 

„ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე. ოპერატიულ ინფორმაციაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. მოხდა მისი ძმის დაკავება, გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს. მერე აღმოჩნდა, რომ თან ჰქონდა ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ, სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანა ტყეში, გაიქცა და მიიმალა. მეორე დღე იყო ამ ოპერაციის.

მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, იგივე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რას ვაკეთებთ. საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, დღესაც, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ. გვყავს 16 წლის ძებნილი. გვყავს, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა დანაშაული მკვლელობაზე და დღესაც არ არის დაკავებული. ისე, ნუ უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ. 

პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების საკითხია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ და მე ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ძებნილი ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა შაბათს დააკავეს. ბიძინა ესებუას ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო მასალა, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. არსებობს ვერსია, რომ ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმაში მხილებულ ბადრი ესებუასთან.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system