თავში

სავარაუდოდ, თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ვერტმფრენისკენ გაემართა

სავარაუდოდ, თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ვერტმფრენისკენ გაემართა

თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა. ინფორმაციას ,,კურიერი" ავრცელებს.

მანამდე, კი, როგორც ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, სამართალდამცველებმა თანხა მიიტანეს, რის შემდეგაც სამის გარდა, ყველა მძევალი გაუშვეს. 

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ,“ – წერს ირაკლი კვარაცხელია.

სპეცოპერაციის შესახებ ბოლო, ოფიციალური ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვს.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system