თავში

"სახლში ორსული რძალი დარჩა... ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ"- გადამწვარი სახლის პატრონი

"სახლში ორსული რძალი დარჩა... ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ"- გადამწვარი სახლის პატრონი
სახლში ორსული რძალი დარჩა... ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ- გადამწვარი სახლის პატრონი

"100 კაცი მაინც იყო, ხელკეტებით შეიარაღებულები, კარს და ფანჯრებს ამტვრევდნენ და ხანძარს აჩენდნენ, ვერავინ ეკარებოდა, ყვიროდნენ, ბავშვები და ქალები გამოიყვანეთ და გადაწვით ყველაფერიო. სამზარეულოში გაზის მილი გადაჭრეს და იქიდან გააჩინეს ხანძარი,"- ასე იხსენებენ ახალქალაქში გუშინდელ დაპირისპირებას ადგილობრივები.

მათ კომენტარებს "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

"ახლში ვიყავით, გაგვაგებინეს, რომ ჩვენი სახლის დასარბევად მოდიოდნენ, ყველა გამოვცვივდით და სახლში ჩემი ორსული რძალი დარჩა.

მან დაინახა როგორ ისროდნენ ქვებს, რომ ფანჯრები ჩაელეწათ, კარ–ფანჯარას ურტყამდნენ რკინის კეტებს, ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ, სახლში ყველაფერი განადგურებულია.

ჩვენ სასტუმროს მეპატრონის ახლობლები არ ვართ, უბრალოდ ჩემი შვილი ჩხუბში მონაწილეობდა. პოლიციაც იქ იყო და ვერაფერი გააკეთეს, პოლიციას ვუთხარით გვიშველეთო და მიპასუხა ჩვენ ვერ ჩავერევითო,"- ამბობს მარინე ზარარიანი.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system