თავში

სამ მძევალს შორის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაცაა

სამ მძევალს შორის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაცაა
სამ მძევალს შორის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაცაა

გავრცელებული ინფორმაციით, სამ მძევალს შორის, ვისთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთო გალდავაცაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასევე, თავდამსხმელთან ერთად იმყოფება მერის გიორგი შენგელიას ბიძაშვილი ლაშა შენგელია.

სავარაუდოდ, სწორედ გალდავაა ის პირი, რომელმაც გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა.

სპეცოპერაციის შესახებ ბოლო, ოფიციალური ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system