თავში

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით 11 პირისგან შემდგარი ჯგუფი დააკავეს

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდები ჯგუფი დააკავეს
სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით 11 პირისგან შემდგარი ჯგუფი დააკავეს

შსს-ს კრიმინალურმა პოლიციამ კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული პირების მიმართ ჩადენილი თაღლითობის საქმე გახსნა. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს, რომლებიც უცხო ქვეუნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების დაუფლებაშია ბრალდებული. 

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფი 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა.

"უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system