თავში

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა - ამოღებულია ნახევარ კილომდე ნარკოტიკი „ალფა პვპ“. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე "ალფა პვპ," ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა", - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system